|
2020-02-05 17:57:52, 1134 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კიდევ 19 ოჯახს გადასცა
ლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა გრძელდება. დღეს თბილისის მერმა ისნისა და ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. კახა კალაძის თქმით, 2 წლის განმავლობაში 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. „19 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავეცით საცხოვრებელი ფართები. ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს დაწყებული. ეს არის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემა იყო და აწუხებდა მოსახლეობას. ეს ეხება კონკრეტულად იმ ოჯახებსა და ადამიანებს, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მათ თაობები გაზარდეს ამ სახლებში. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ჩვენ გავეცით დაპირება, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. პროცესი დაწყებულია. პროგრამით უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, 800-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. თუმცა, ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მუშაობას. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართონ რაიონების გამგეობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნული 19 ოჯახიდან 12 ოჯახი ისნის რაიონში, შალვა მშველიძის ქუჩის N16-ში ცხოვრობს. ისინი „თბილგვირაბმშენის“ თანამშრომლები არიან და აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან ცხოვრობენ. მათ უმეტესობას მუშაობის 25-წლიანი სტაჟი აქვს და მეტროს მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვით. 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილის ქუჩა N38-ში მცხოვრებ 7 ოჯახსაც. შეხვედრაზე ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)