04:52 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 10:03:06, 1534 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის მიერ პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიება გაუქმდა

ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიება გააუქმა.

ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, აქცია ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გაუქმდა.

„რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს.

ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია.

მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.

როგორც მოგეხსენებათ, დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს.

მართლაც, რომ საზარელი ამბის მომსწრენი გავხდით“, - წერს ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics