|
2015-07-29 17:43:53, 1256 ნახვა
სამხედრო
ბრიტანელმა მრჩეველმა თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა
თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მაკკულამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამგზავრებამდე ჯონ მაკკულა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანა დოლიძესა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ. ანა დოლიძემ ჯონ მაკკულას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სიგელი გადასცა და თავდაცვის უწყებაში მისი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა. „ჩვენ ბრიტანულ მხარესთან დიდი ხანია აქტიურად ვთანამშრომლობთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯონ მაკკულამ რეალურად მნიშვნელოვანი კონსულტაცია გაგვიწია ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს გვაწუხებს - იქნება ეს დაჭრილი მეომრების რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია თუ სოციალური დახმარების გაწევა ჩვენი შეიარაღებული ძალების წევრებისთვის. ეს არის საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ჯონ მაკკულამ ქართულ მხარეს რეკომენდაცია მისცა აღებული გეზი გააგრძელოს. „ის განვითარება და პროფესიონალიზმი, რაც მე აქ დავინახე, ნამდვილად დასაფასებელია“ - აღნიშნა ბრიტანელმა მრჩეველმა. დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ორი თვის წინ დროებით მოავლინა. ჯონ მაკკულა თავდაცვის უწყებას კონსულტაციებს რეფორმების განხორციელების პროცესში უწევდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)