|
2020-02-03 10:52:38, 1462 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად ხვალ, 4 თებერვალს გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. საგზაფხულო სესიის ფარგლებში, დეპუტატებს საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, რომელთა შორისაა გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობა ოფიციალურად გასული წლის 20 დეკემბერს დაასრულა. საშემოდგომო სესიები ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში მიმდინარეობდა. ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც საკანონმდებლო ორგანომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. სესიები საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხვალიდან პარლამენტის პიკეტირება განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)