|
2020-02-01 21:37:26, 19579 ნახვა
სპორტი
ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრებს მოუგო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშზე საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა, ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 41:13. შეხვედრის პირველი ნახევარი მძიმე ბრძოლაში წარიმართა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რუმინელებს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით 41:13 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა ამ შეხვედრაში ორი ბონუს ქულა აიღეს. რუმინეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ლევან მაისაშვილისთვის პირველი იყო. პირველი თებერვლის გამარჯვებით საქართველო ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლა. ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის, 2002 წლის შემდეგ თამაშდება. ამ თამაშამდე თასი ბორჯღალოსნებმა 12 ჯერ ხოლო რუმინელებმა 6 ჯერ მოიგეს.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)