04:52 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 14:48:36, 2242 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი - წარმოვადგენთ სამშვიდობო ინიციატივას, თუ როგორ ავაშენოთ ხიდი ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის პარალელურად, ჩვენ წარმოვადგენთ  სამშვიდობო ინიციატივებს, თუ როგორ უნდა ვაშენოთ ხიდები ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა TRT World-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ტერიტორიების მთლიანიობის აღდგენის მშვიდობიან გზას მიმართავს და რუსეთისგანაც იგივეს მოითხოვს.

 „ჩვენი ავიღეთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალის არგამოყენების შესახებ და იგივეს მოვითხოვთ რუსეთისგან. ჩვენ კონსტრუქციულად ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში,  დამატებით, ჩვენ წარმოვადგენთ პოზიტიურ სამშვიდობო ინიციატივებს, თუ როგორ უნდა ვაშენოთ ხიდები ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics