|
2020-02-01 14:31:34, 7092 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები სრულიად განახლებული ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ
"დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, არსებითად გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები. "წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობები. განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის, სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ სტაციონალურ მომსახურებაზე. თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ჩვენი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შეიქმნას ღირსეული პირობები და ყველა დაწყებული რეფორმა სრულად განხორციელდეს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)