|
2020-02-01 10:01:06, 2373 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს. გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე, რომელიც ელჩის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ხელშესახებ შედეგზე, რომელიც ქვეყნებს შორისაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს. "ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდის შესაძლებლობები. საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 მლნ დოლარიანი პროგრამის განხორციელების ინიციატივა, რომელიც ახლახან გამოცხადდა. ის კარგ ეფექტს იქონიებს და საქართველოს მთავრობის მიერ განზრახულ ინიციატივებსაც გაამყარებს”, - განაცხადა კელი დეგნანმა. როგორც ამერიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, 2020 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია. "2020 წელი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან წინ ორივე ქვეყანას არჩევნები გველის. სულმოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე აქ და იმავეს გავივლით იქ - შეერთებულ შტატებში,"- განახადა ამერიკის ელჩმა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა შეაფასა და აღნიშნა, რომ იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი. მისი თქმით, გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული შესაძლებლობები. „შედგა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს შორის. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი. პრემიერმა და ელმა ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებულ შესაძლებლობებზე ორ ქვეყანას შორის. საუბარი შეეხო კონკრეტულ საკითხებს, პრიორიტეტებს, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას და გამოწვევებს რომელიც არის დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მთავრობის მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)