04:51 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 12:21:38, 2558 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა.

„ხელისუფლება რომ შეიცვლება, თქვენი ფიზიკური უსაფრთხოების გარანტად ნამდვილად დავრჩები“, - ასე მიმართა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც საკრებულოს კომისიის სდომაზე იმყოფებოდნენ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა წევრებს არ ეყოთ გამბედაობა, რომ ეთქვათ, ძალადობა არ არის კარგი და მუშტი-კრივით საქმე ვერ მოგვარდება.

„გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ინციდენტს რომ თავი დავანებოთ, ამ ყველაფრის შემდეგაც საკრებულოს უმრავლესობამ და თანამდებობის პირებმაც ვერ გამოიჩინეს გამბედაობა ეთქვათ, რომ ძალადობა არ არის კარგი და მუშტი-კრივით საქმე ვერ მოგვარდება, მიუხედავად იმისა რამდენად შეიძლება დაპირისპირებული იყოს ოპოზიციონერი დეპუტატი მის კოლეგასთან, მერთან თუ ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში თუნდაც მწვავედ ვკამათობდეთ, კამათის გარდა ბოლო დროს ყველაფერი ხდება, მუდმივად მიდის ფიზიკურ დაპირისპირებამდე. ხელისუფლება რომ შეიცვლება, თქვენი ფიზიკური უსაფრთხოების გარანტად ნამდვილად დავრჩები თუ რომელიმე დარჩებით ოპოზიციაში თქვენ რომ ფიზიკურად არაფერი დაგემუქრებათ და განსხვავებული პოზიციის გამო არავინ თავს არ დაგესხმებათ, პირადად მე ვიქნები ამის გარანტი. თქვენს მილიარდერ პატრონთან ერთად უნდა ზრუნავდეთ თბილისელების სიკეთეებზე, ეს თქვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics