|
2020-01-27 04:01:04, 21604 ნახვა
სპორტი
კობი ბრაიანტთან ერთად, ავიაკატასტროფაში მისი ქალიშვილი ჯანა-მარიაც დაიღუპა
ლოს-ანჟელესის მერმა ერკ გარსეტმ დაადასტურა, რომ ლეგენდარულ კალათბურთელთან კობი ბრაიანტთან ერთად, ავიაკატასტროფაში მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჯანა-მარია ბრაიანტი დაიღუპა. ამასთან ჩამოვარდნილი თვითვმფრინავის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს. Daily Mail-ის თანახმად ამერიკელი ვერტმფრენით კალიფორნიაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც კატასტროფა განიცადა. ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთელი, რომელიც მსროლელის პოზიციაზე თამაშობდა ლოს-ანჯელეს ლეიკერსში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ბრაიანტი არჩეული იქნა 1996 წლის დრაფტზე მე-13 არჩევნად შარლოტ ჰორნეტსის მიერ, მაგრამ გაშვებული იქნა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში იმ ზაფხულშივე. კარიერის მანძილზე მან 5 NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო გუნდთან ერთად. ასევე 2-ჯერ იქნა დასახელებული NBA ფინალის MVP, NBA MVP და ასევე 4 NBA All-Star მატჩის MVP ჯილდოა მის ანგარიშზე.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)