02:52 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 10:43:01, 1052 ნახვა

პოლიტიკა
​იერუსალიმში საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრი ციპი ხოტოველი, იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას - მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს, როცა გათავისუფლდა აუშვიცი და, როცა დამთავრდა ებრაელი ერის ეს უდიდესი ტრაგედია.
 
"ჩვენ გუშინ სწორედ ეს თარიღი და ყველაფერი ის გავიხსენეთ, რაც ქართულ-ებრაულ ურთიერთობასა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობას ეხება - ეს ისეთი მჭიდრო კავშირებია, რომლის აღწერაც ძალიან რთულია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულს იგალ ამედის მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და გაწეული მუშაობისათვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics