02:52 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 15:17:58, 1510 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი: წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შენახვის შესახებ კანონმდებლობა

„წულუკიანმა დაარღვია კანონმდებლობა პერსონალური მონაცემების შენახვის შესახებ, როდესაც სრულიად უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა აღნიშული კადრები“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პენიტენციის ეროვნული მექანიზმმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროვების საკითხს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ვიდეომასალაში არ ჩანდა სახალხო დამცველის მიერ კანონის დარღვევის ფაქტი, შესაბამისად მისთვის უცნობია, რა გახდა აღნიშნული ვიდეომასალის შენახვისა და დაარქივების საფუძველი.

„რაც შეეხება ორ ვიდეომასალას, სადაც ჩანს სახალხო დამცველის წარმომადგენელი როგორ ესაუბრება პატიმარს და როგორ მუშაობს დაწესებულებაში, რომელიც გუშინ ქალბატონმა წულუკიანმა საკომიტეტო სხდომაზე გაასაჯაროვა, მე ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა კანონის არაერთგზის დარღვევას მისი მხრიდან. პირველ რიგში სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრა პატიმართან არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ქალბატონმა წულუკიანმა კანონის დარღვევით გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია, თანაც იმგვარად, რომ ჩვენი წარმომადგენლის სახე არ იყო დაფარული. არანაირი კანონდარღვევა ჩემი წარმომადგენლის მხრიდან არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია, რა გახდა ამ ინფორმაციის შენახვის და დაარქივების საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონმა წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა, როდესაც სრულიად უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა აღნიშნული კადრები. ამიტომ ჩვენ მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული ჩანაწერების გასაჯაროება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics