|
2020-01-22 12:51:36, 1276 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე - შეშინებულები არიან, რომ აქცია არ გაიმართოს
„ცხადია რომ ეს მარტო არაადეკვატურობა არ არის, შეშინებულები არიან, რომ აქ რაღაც აქცია არ გაიმართოს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია დედაქალაქის მერის განცხადებას, პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო საუშაოების დაწყების შესახებ. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს მიმდინარე აქციების შეფერხებას, რისი მაგალითიც რკინის ღობეები და წინასაახალწლოდ დადგმული ზვიგენია. „სიცილის გარდა სხვა ემოცია არ მომდის.მართლა სასაცილოა ხელისუფლება, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს ამაზე. პრაქტიკულად გვეუბნევიან, რომ ოღონდ აქ არ შეიკრიბოთ და აღმშენებლობას დავიწყებთ ამ ადგილასო.ჯერ რაღაც რკინის ღობეები აღმართეს თავის დროზე ,ოღონდ აქ შეეფერხებინათ აქცია,მერე ზვიგენი მოიყვანეს შუაღამეს. ახლა ვითომ გაამწვანეს აქაურობა .ცხადია რომ ეს მარტო არაადეკვატურობა არ არის, შეშინებულები არიან ,რომ აქ რაღაც აქცია არ გაიმართოს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას. მანვე დასძინა, რომ ხელისუფლების მცდელობა, შეაფერხოს პარლამენტთან აქციები უშედეგოა და პირიქით, ხელს უწყობს გზის გადაკეტვას. მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება როგროც პარლამენტთან, ასევე ივანიშვილისა და «ქართული ოცნების“ ოფისთანაც. „პირიქით ხელი შეუწყეს უფრო მარტივად გზის გადაკეტვას .აქციები იქნება ამ ტერიტორიაზეც ,ბიძინას სახლთანაც,მათ ოფისთანაც, იქნება პიკეთიც,ყველაფერი გაგრძელდება.კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება ხელისუფლება ამ ფონზე. აქ არის დაღვრილი სისხლი, აქ არის დაკარგული თვალები, აქ მიდის მნიშვნელოვანი საპროტესტო მოძრაობა მოტყუებული პროპორციულის გამო.ამის გამო მიდის ბრძოლა.კალაძემ გაიღვიძა და თურმე გამწვანების პროექტი უნდა შემოგვთავაზოს.ხელისუფლებას თავის თავს კარგავს, უბრალოდ ეს ჩენს გეგმებს არ ცვლის,პირიქით ეს კიდევ უფრო ასუსტებს მათ პოზიციებს“,- აღნიშნა ხოშტარიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)