13:23 - 07 Jul, 2026
|
2020-01-20 16:12:00, 1622 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებისა და პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პიკეტირებების სერია იქამდე გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს. „ერთადერთი, რაც მათ ესმით, ძალაა. ამიტომ, ეს ძალა გამოყენებული იქნება და ხალხის ნებას ვაჩვენებთ. სახელმწიფი უწყებების პიკეტირება მოხდება და 4 თებერვლიდან პარლამენტის პიკეტი განახლდება. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე ჩამოშლილები მივლენ. მათ ორი ალტერნატივა აქვთ – ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)