01:50 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 10:57:34, 1195 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, ველოდებით კონკრეტულ განხილვას ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით

„ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. ველოდებით კონკრეტულ განხილვას ახალ მოდელთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ვერ მოხდება ახალ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, მაშინ არჩევნები არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში ჩატარდება.

„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომრომისული ვერსია ოპოზიციისთვის, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულნი რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ.

ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდში, ველოდებით კონკრეტულ განხილვებს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ვერ მოხდება ახალ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics