|
2015-07-27 19:55:56, 555 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად ქორიძე: სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლევან ბობოხიძეზე დადებითი დახასიათება იყო გაცემული
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძეს დადებითი დახასიათება მისცა. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი შეწყალების კომისიამ მიიღო, რომლის საფუძველზეც აღნიშნული მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ქორიძის განმარტებით, შეწყალების კომისიას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმისა, რომ რაიმე პოლიტიკური ნიშნით ეხელმძღვანელა. ქორიძე ამბობს, რომ შეწყალების კომისია გამოირჩევა მიუკერძოებლობის და პირუთვნელობის მაღალი ხარისხით. „სასჯელაღსრულების სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოითხოვა არამხოლოდ ლევან ბობოხიძის, არამედ მასთან ერთად მსჯავრდებული სამი პირის საქმე. იმიტომ რომ ამ ადამიანებმა პრეზიდენტს მიმართეს შეწყალების მოთხოვნით. სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ კონკრეტულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დადებითი, სტანდარტული, რეკომენდაცია მისცა მჯავრდებულებს და ეს დოკუმენტაცია მიიღო შეწყალების კომისიამ. შეწყალების კომისია ეცნობა იმ საბუთებს, რომელიც მიდის მასთან და არანაირი საფუძველი შეწყალების კომისიას არ ჰქონდა იმისა, რომ მათ რაიმე პოლიტიკური ნიშნით ეხელმძღვანელა. ამისგან დაცლილია შეწყალების კომისია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეწყალების კომისიის შემადგენლობა გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებების, მიუკერძოებლობის და პირუთვნელობის მაღალი ხარისხით. სწორედ ამ პრინციპით შეარჩია ეს ადამიანები პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და ისინი როდესაც მსჯელობენ, გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ წარმოდგენილი საბუთებით და არ ხელმძღვანელობენ პოლიტიკური ან პარტიული ნიშნით. სასჯელაღსრულების დაწესებულება არანაირ რეკომენდაციას არ გასცემს. ის გასცემს ცნობას, დახასიათებას, რომელიც არის საფუძველი, რომ კომიასიამ იმსჯელოს, რამდენად კარგად იქცევა მსჯარდებული. არის თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა მისი მხრიდან საპატიმრო დაწესებულებაში. იმ დახასიათების საფუძველზე, რომელიც მიიღო შეწყალების კომისიამ ასეთი დაღვევა არ ყოფილა“,-განაცხადა ზვიად ქორიძემ.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)