|
2020-01-09 14:35:09, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: ანაკლიის კონსორციუმმა ყველა ვალდებულება შეასრულა - დავას საერთაშორისო სასმართლოში გავაგრძელებთ
„ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, არის შესრულებული“,- ასე გამოეხმაურა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ხაზარაძის თქმით, დავა ,რომელიც იქნება ძალიან სერიოზული, გაგრძელდება საერთაშორისო სასამართლოში, რადგან ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიდის. „დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილება, იმ მთავრობის, რომელიც ვერ აგვარებს ელემენტარული წყლის მომარაგების პრობლემას, რომელსაც არანაირი უნარი არ გააჩნია ქვეყნის მართვის, როგორ შეიძლება გვესაუბრონ ისინი ამხელა პროექტის გაჩერებაზე, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, დაასრულა პირველი ეტაპი სპეცოპერაციის, რომელიც ანაკლიის პორტის გაჩერებას გულისხმობს. მინდა ვუთხრა პირადად ივანიშვილის, მან კი ამ ეტაპზე შეასრულა კრემლის დავალება, მაგრამ ქართველი ხალხი მას არ აპატიებს იმას, რომ მან გააჩერა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, გააკეთა ყველაფერი იმ მართული თოჯინების მეშვეობით, რომელთა სახელის ხსენებაც არ მინდა. ჩვენ ამ წერტილს ველოდებოდით. ეს იქნება ძალიან სერიოზული დავა, იმიტომ რომ ისინი წავიდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატი. ჩვენ ამ დავას გავაგრძელებთ საერთაშორისო სასმართლოში, არ დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და გამოვაშკარავებთ ყველა ქმედებას, იმ მთავრობის წევრებისა რომლებსაც აქამდე არ ვასახელებდით, რომლებიც ებრძოდნენ ანაკლიის პროექტს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული არის შესრულებული. სახელმწიფომ ე.წ გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და გააგრძელა დესტრუქციული ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა კომპანიის და ამ პროექტის განხორციელებას. ქართველი ხალხი ისევე გაუწყვეტს კონტრაქტს ბიძინა ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“, რომელიც მხოლოდ დესტრუქციით და შავი ოცნებით აისახება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც მან დღეს გაუწყვიტა კონტრაქტი ჩვენ მომავალს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, იწყება ახალი პარტნიორების მოძიების პროცესი, რათა ანაკლიის პორტის პროექტი სწრაფად განხორციელდეს.
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)