|
2020-01-06 14:56:08, 4751 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი ქართული ხორცით მომარაგდება
საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი ქართული ხორცით მომარაგდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამინისტრო (კვებითი უზრუნველყოფის კომპანია) კონსოლიდირებული ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, შესყიდვების სააგენტოსგან ერთთვიან უფლებას იღებს, იმისათვის, რომ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები ქართული გაუყინავი ხორცით უწყვეტად მომარაგდეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ უფლების მოპოვების შემდეგ, კვების კომპანია ერთთვიან ხელშეკრულებას გაუფორმებს კომპანიას, რომელიც თავდაცვის ძალების ქართული ხორცით მომარაგებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით ქართველ ფერმერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მობილიზება მოახდინონ. „საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდა. 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთანავე, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)