|
2019-12-30 15:32:16, 4541 ნახვა
პოლიტიკა
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ,,საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია“ დამტკიცდა. დოკუმენტში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, განსახორციელებელი სისტემური და სტრატეგიული რეფორმები და ღონისძიებებია გაწერილი. სტრატეგია ასახავს კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს შრომისა და დასაქმების, შრომითი მიგრაციის, განათლების, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის და სამეწარმეო-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. როგორც დოკუმენტშია გაწერილი, დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მოხდება სამუშაო ძალაზე მოთხოვნის სტიმულირება, სამსახურის მაძიებელი პირის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება, მიზნობრივი, სოციალური და ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკით შრომის ბაზარზე მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა. შემცირდება შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა, ასევე შემცირდება არალეგალური შრომითი მიგრაციის მასშტაბები, განხორციელდება კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები. შესაბამისი ინსტიტუციური განვითარების გზით, დაცული იქნება დასაქმებულთა შრომითი უფლებები და გაუმჯობესდება სამუშაო პირობები. თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის უზრუნველყოფა მოხდება, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადამიანური კაპიტალისა და პროდუქტიულობის განვითარებას, ასევე მუდმივი განათლების ხელშეწყობას, რაც სამუშაო ძალას დაეხმარება, დააკმაყოფილოს სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები და დარჩეს კონკურენტუნარიანი. სტრატეგიის განხორციელების მიზნით იქმნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ახალი მოდელის მიხედვით, ინდივიდუალურის გარდა, განხორციელდება ჯგუფური კარიერული კონსულტაცია. გაძლიერდება სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაინერგება პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა. განახლდება შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა. მოხდება შრომის კანონმდებლობის სრულყოფა ევროკავშირის და ILO-ის სტანდარტებთან. შრომის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია. ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობის და საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების მიზნით საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმდება შეთანხმებები და სხვ.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)