|
2019-12-23 12:10:47, 1330 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და უკვე ხედავთ, ოპოზიციას ქვეყანა რა პროცესში შეჰყავდა
„ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესში შეჰყავდა ქვეყანა ოპოზიციას“,- - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია მზად იყო მთელი სახელმწიფო დაებლოკათ, რათა თავისი მიეღოთ. „ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესში შეჰყავდა ქვეყანა ოპოზიციას. წარმოგიდგენიათ, რა იქნება ქვეყანაში პროპორციული არჩევნების შემდეგ? ეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ხელში არაფერი არ უჭირავთ, გარდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციებისა, მანდატების რაღაც რაოდენობას რომ მოიპოვებენ პარლამენტში, თუ წარმოგიდგენიათ რას გააკეთებენ? მზად იყვნენ მთელი სახელმწიფო დაებლოკათ, ოღონდ თავისი მიეღოთ! კოალიციის შექმნა გამოვა მათთან?! ან მთავრობის დაკომპლექტებაზე შეთანხმება?!“-განაცხადა თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა და შესაბამისი მაგალითები დაასახელა. „პროპორციული არჩევნების შემოღებამ უკვე ამ ორი წლის განმავლობაში არაერთ, ჩვენზე ბევრად განვითარებულ სახელმწიფოებში - გერმანიაში, ბელგიაში, ლატვიაში, იტალიაში გამოიწვია კრიზისები. ბოლო მაგალითია ისრაელი, სადაც ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამე არჩევნებს ატარებენ - იქაც სამთავრობო კრიზისია. ჩატარდა არჩევნები, დიახ, პროპორციულად განაწილდა მანდატები ისე, როგორც ხალხმა ხმა მისცა პარტიებს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა მოხდა: იმ ხალხისვე ინტერესების საზიანოდ, პარლამენტები მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, ზოგან ექვსი თვით, ზოგან სამი თვით, ზოგან უკვე ერთი წლით ბლოკირებული და პარალიზებულია სამთავრობო და მმართველობის პროცესი. მთავრობის შექმნა სანახაობა და შოუ ხომ არ არის? მთავრობა თუ არ შეიქმნა, გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პენსიებზე, რეფორმებთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკაზე. ფაქტობრივად, ქვეყანა არის გაჩერებული. და ეს ოპოზიცია რომ გაჩერებას აირჩევს, ვიდრე რაიმეზე შეთანხმებას, უკვე არაერთხელ გამოჩნდა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)