|
2019-12-20 15:00:02, 1223 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული ბრძოლებისას 650-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. 2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები. საქართველოს თავდაცვის ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)