|
2019-12-20 14:09:53, 2381 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი: მმართველი პარტიისგან შეთავაზებას მივესალმები, დიალოგის ფორმატი გაგრძელდება
„არის შეთანხმება, რომ სხვადასხვა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, იქნება განგრძობადი გააზრება და განხილვა ამ დიალოგის ფორმატში“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, არლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, დასრულდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მეოთხე რაუნდი და ყველა თანხმდება, რომ პროცესი გაგრძელდება. „დავასრულეთ დიალოგის მეოთხე რაუნდი. ამ შეხვედრიდან გამოსულები, ყველა ვთანმდებით, რომ პროცესი გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ დიალოგის წინა რაუნდების დროს, განსხვავებული შეთავაზებები მოვისმინეთ, გვქონდა სასარგებლო დისკუსია. მივესალმები, რომ დღეს გვქონდა შეთავაზება მმართველი პარტიისგან, აზრთა გაცვლა მოხდა ამის საფუძველზე. შეთანხმება არის, რომ სხვადასხვა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, იქნება განგრძობადი გააზრება და განხილვა ამ დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საუკეთესო შედეგი მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება შეთანხმება დიალოგის ფორმატში. „ჩვენ ვუახლოვდებით წლის ბოლოს და მინდა, ვთქვა, რომ დიალოგი დაიწყო და ეს არის პლატფორმა შესაძლებლობებისთვის, ეს არ არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, წინსვლისთვის საუკეთესო საშუალებად რჩება, თუ იქნება შეთანხმება დიალოგის ფორმატში. ეს იქნება საუკეთესო შედეგი, რათა საქართველო სწორ ტრაექტორიაზე დადგეს მომდევნო წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის მოსამზადებლად. ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე წინსვლის საუკეთესო გზა არის კომპრომისის ძებნა და ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული დიალოგი. მე ამას ვიმედოვნებ“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)