|
2019-12-19 11:58:06, 1582 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა წრე გამოსაკითხი ან დასაკითხი პირების
„თქვენთან ერთად ვაკვირდები გამოძიების განვითარებას, ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა წრე გამოსაკითხი ან დასაკითხი პირების“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში „მოდაშია“ გამომძიებლის ნაცვლად ლაპარაკი, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ვერ იქნება. „ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც გამომძიებლები, ვერც პროკურორები და ვერც მოსამართლეები, შესაბამისად, თქვენთან ერთად ვაკვირდებით გამოძიების განვითარებას. მესმის, რომ საქართველოში მოდაშია, გამომძიებლის ნაცვლად ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. მეც თქვენთან ერთად ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა წრე, გამოსაკითხი ან დასაკითხი პირების, მოიცავს თუ არა გამოძიებაში სხვა პირებს, ვიდრე ერთი გამომძიებელია და ასევე, ძალოვანი სტრუქტურების გარდა, საგანმანათლებლო სისტემაში სკოლის წარმომადგენლებს და მესვეურებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მნიშნველოვანია დაკვირვების გამოჩენა ორი მიმართულებით. ერთი არის გამოძიება, რომელიც მიჰყავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მეორე განათლების სისტემაში სიახლეების შეტანა. მანვე დასძინა, რომ მისასალმებელია კერძო სკოლებში იმავე ტიპის მოთხოვნების დაქვემდებარება, რა მოთხოვნებსაც საჯარო სკოლები ექვემდებარებიან. „ეს საქმე არის გაცილებით უფრო კომპლექსური და მნიშვნელოვანია, ორი მიმართულებით გამოვიჩინოთ უფრო მეტი დაკვირვება. ერთი არის გამოძიება, რომელიც მიჰყავს სახელმწიფო სამსახურს, ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც ამგვარი საკითხების გამოძიებისთვის სპეციალურად, კანონით შეიქმნა და ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური რეფორმა და ყურდღებით ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა სპექტრი პასუხისმგებაში მისაცემი პირების, მაგრამ მის ნაცვლად ჩვენ ვერც დასვკნებს გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ. მეორე მიმართულება ეხება განათლების სიტემაში სიხლეების შეტანას და მინისტრმა ბრძანა, რომ მას ექნება სამოქმედო გეგმა, ერთადერთი რასაც ხაზი უნდა გავუსვათ და მივესალმოთ არის ის, რომ ვიფიქროთ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ფუნდამენტი სამოქმედო გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენეილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)