|
2019-12-17 11:32:49, 1530 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე
„მესმის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე, რისთვისაც აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან სწორი კომუნიკაცია“, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას, რომლებიც ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებენ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მიადგება ჩრდილი. „რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მათი რჩევები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული. მესმის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია. ჩვენ მათთან გვექნება, გვაქვს და მომავალშიც იქნება კომუნიკაცია მიდინარე პროცესებზე და ჩვენს ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მიადგება ჩრდილი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება, პირიქით, ჩვენ გვაქვს ორპარტიული, მყარი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე აღმასრულებელ დონეზე. დღეს როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან, რომლის დასტურიცაა ის უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული წარმომადგენლობით პალატაში, დარწმუნებული ვარ, ასევე მხარდაჭერილი იქნება სენატსა და აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაა საუბარი. წერილში ამერიკელი კონგრესმენები ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)