|
2019-12-16 17:01:28, 1544 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: 2012 წლიდან, პარლამენტის არც ერთ თავმჯდომარეს არ უკადრებია, ციხეში შესვლის ნებართვა დაებლოკა
„2012 წლიდან ამდენი პარლამენტის წევრი შეიცვალა და არც ერთს არ უკადრებია ციხეში ნებართვის დაბლოკვა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებზე ზეწოლა ხორციელდება. „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პატიმრებზე ხორციელდება ზეწოლა. დღეს ადვოკატმა თქვა, რომ იქ ფაქტობრივად შესულია ორი ადამიანი, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ ბუდაღაშვილზე. თამლიანს გაუკეთეს ოპერაცია და ამ დროის განმავლობაში ჩვენ უნდა შევსულიყავით და გვენახა რა მდგომარეობაშია, მაგრამ არ გვიშვებენ. ამათი პასუხი კი არის ის, რომ თურმე ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რეალურად კი ბოიკოტის რეჟიმი არის ჩვენი უფლება, პატიმრებთან შესვლა კი ჩვენი პრივილეგია კი არ არის, არამედ ჩვენი უფლება და მოვალეობა არის, რომ იმ შემთხვევაში და ისეთ დროს, როდესაც არის საზოგადოებაში ისედაც ეჭვი, რომ რა ხდება ამ ციხეში კაცმა არ იცის, ამ დროს ჩვენ უნდა შევიდეთ და ვნახოთ რა მდგომარეობაა. ეს ადამიანები ჰყავთ მძევლად. 2012 წლიდან ამდენი პარლამენტის წევრი შეიცვალა და არც ერთს არ უკადრებია ციხეში ნებართვის დაბლოკვა. გაცილებით უფრო დიდი უსიამოვნებებიც გვქონია. იყო ბოიკოტის რეჟიმი და ყველაფერი, მაგრამ ასეთი არავის არ უკადრებია, რადგან მარიონეტების მარიონეტები აღარ არიან. როდესაც ხოში ექნებათ მაშინ შეგვიშვებენ თუ რა ხდება მართლა, სასაცილოა. ნაწამები ჰყავთ ადამიანები, თვალები დათხარეს, მძევლად აიყვანეს, შემდეგ შედიან თითოეულთან და არის ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ხელი დაადონ მელიას და უგულავას. ამ შემთხვევაში, ზუსტად ეს ვითარება არის ციხეში. ეს ადამიანები არავითარ კავშირში არ არიან პოლიტიკასთან“,- განაცხადა სერგო რატიანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები, თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს განმარტებას სთხოვდნენ, თუ რატომ არ უშვებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებთან. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ოპოზიციის წარმომადგენლების გაყვანა დაავალა, რის შედეგადაც თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს.
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)