|
2019-12-16 16:32:36, 1076 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია პრეზიდენტზე: ეს ადამიანი არის განსხეულება იმისა, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილი
„ეს ადამიანი არის განსხეულება იმისა, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილი“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილს ძალაუფლება არ აქვს, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას მაინც ახერხებს. „მან მოახერხა, რომ ყველა შიში, რაც ჰქონდა საზოგადოების უდიდეს ნაწილს ივანიშვილის ამ სამარცხვინო არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც მან ქვეყანას დაასვა ძალადობით და მოსყიდვით გაამართლა. პარადოქსია, რომ ამ ადამიანს არ აქვს ძალაუფლება, არც ფორმალურად არ აქვს დიდი ძალაუფლება და ფაქტობრივად ხო საერთოდ უარი აქვს ნათქვამი იმ ფუნქციებიც კი რაც დარჩა პრეზიდენტს, მაგრამ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ცარიელ ადგილზე მაინც ახერხებს. დაწყებული აზერბაიჯანთან ვითარებით, დავით-გარეჯთან დაკავშირებით და გაგრძელებული მისი სხვადასხვა განცხადებებით და დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ. შეწყალების სკანდალი, მარტო ის კი არ იყო რაც თავისთავად კატასტროფაა რომ სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმით თქვა, რომ აი ეს მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული გავუშვი და სხვები არა. არის სერიოზული ეჭვები მინიმუმ მის გარემოცვაში კორუფციის, არამედ მერე როგორც ესაუბრება საზოგადოებას, უტიფრად, რომ არც კი თვლის საჭიროდ საუბარს. ეს ადამიანი არის განსხეულება იმისა თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილი“,- განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)