|
2019-12-05 10:53:54, 26110 ნახვა
კულტურა
6-14 დეკემბერს, პროექტის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში, კონცერტები გაიმართება
6 -14 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში კონცერტები ჩატარდება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მიიღებენ. კონცერტების ციკლი 6 დეკემბერს ცნობილი გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერისა და აშშ-ში მცხოვრები თურქი პიანისტის ოზგურ აიდინის წარმოდგენით გაიხსნება და მას საქართველოს ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს. 8 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ (ხელმძღვანელი - ლელა მჭედლიძე), რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით და სოლისტები: ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ჯულია პუსკერი და ევა რაბჩევსკა. 10 დეკემბერს საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს გამართავს კანადაში მცხოვრები გამოჩენილი ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი. საღამო საქართველოს ხელოვნების სასახლის დარბაზში ჩატარდება. 14 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უმასპინძლებს პოლონეთის ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი სიმფონიური ორკესტრის - ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის (დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი) და პოლონელი პიანისტის, შიმონ ნერინგის კონცერტს - „პოლონური მუსიკა თბილისში“. ღონისძიება თანადაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან. მსოფლიოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩასატრებლად წარმატებით იყენებენ არატრადიციულ, ალტერნატიულ სივრცეებს, ისეთებს, როგორიცაა ამორტიზებული ფაბრიკები და ქარხნები, მუზეუმებისა და გალერეების დარბაზები, ბიბლიოთეკები და სხვა, რაც, ერთი მხრივ, ემსახურება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და, მეორე მხრივ, ზრდის მსმენელთა უფრო ფართოდ მოზიდვას. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: სასტუმრო IOTA, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს მწერალთა სახლი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, საქართველოს ხელოვნების სასახლე, რადიო "ფორტუნა", Artarea TV, პირველი არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)