|
2015-07-23 11:46:19, 1184 ნახვა
სამხედრო
პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილისგან მადლობის წერილი მიიღო
საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მიერ, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მთავარი შტაბბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთში, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილისგან, გენერალ-ლეიტენანტ პაოლო რუგიეროსგან (Paolo Ruggiero) მადლობის წერილი მიიღო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. "მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ქართული დანაყოფის მიმართ, რომლებიც "მტკიცე მხარდაჭერის" შტაბბინის ძალთა დაცვის ამოცანებს ასრულებენ. მათი წვლილი ავღანეთში არსებული მთავარი ბაზის დაცვასა და მხარდაჭერაში შეუფასებელია. ქართული ასეულის ჩამოსვლის შემდეგ, მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მათი საქმისადმი დამოკიდებულება და ერთგულება. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, დანაყოფმა ეფექტურად გაუწია ორგანიზება ათეულობით სწავლებას და საუკეთესო ლიდერული თვისებები გამოავლინა. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან და ძალისხმევას არ იშურებენ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. ასეული წარმოუდგენლად ეფექტურად ასრულებს მათზე დაკისრებულ ამოცანებს კოალიციურ სარდლობასთან კოორდინაციაში. ქართული დანაყოფის ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დანაყოფში არსებული მაღალი დისციპლინაა. კაპიტან ჯალაღონიასა და მისი ასეულის მიერ ჩატარებული სამუშაოები, თავდადება, ჟინი და პროფესიონალიზმი უფრო მეტად ამტკიცებს თქვენი ქვეყნის პოზიტიურ რეპუტაციას", - აღნიშნულია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილის პაოლო რუგიეროს წერილში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)