|
2019-11-28 18:29:33, 1314 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწვლო ცენტრი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში ესეების კონკურსს აცხადებს
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი UN Women-ის მხარდაჭერით ესეების კონკურსს აცხადებს. კონკურსის თემაა „სექსუალური შევიწროების ფენომენი“. ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. მონაწილეებს ხუთი ეტაპის გავლა მოუწევთ, გამარჯვებული კი იანვარში გამოვლინდება. ფინალში გასულ კონკურსანტებს შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2019 წლის 15 დეკემბრისა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2OmlVBV პროექტის მიზანია სექსუალური შევიწროების ფენომენის და არსებული კანონმდებლობის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება. იუსტიციის სასწავლო ცენტრი უერთდება 16-დღიან სამთავრობო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 2019 წელს კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით. კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ. კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები. კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი ესეების კონკურსის გარდა დიდ ქალაქებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ უფასო ტრენინგებსაც ჩაატარებს. შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!
(NS)
მადიარი ზელენსკისთან შეხვედრაზე - შეთანხმება მიღწეულია ურთიერთობების ახალ საფუძველზე გადასვლის შესახებ
ლე პენი მზადაა უკრაინაში გაემგზავროს ზელენსკისთან ფინანსური დახმარების საკითხზე დებატებზე
30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება
City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)