|
2015-07-22 12:01:02, 1242 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: საქართველო საერთაშორისო დონეზე თავის პოზიაცას მკაფიოდ წარმოაჩენს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, საოკუპაციო ზოლზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველო თავის პოზიციას საერთაშორისო დონეზე მკაფიოდ წარმოაჩენს. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს 2015 წლის "ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში" მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, მას ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების გაკვირვებია, რომლებსაც 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის მიერ რაჭაში საზღვრის გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. "დღეს რაც საოკუპაციო ზოლზე ხდება, ისაა რაც 90-იან წლებში და 2008 წელს დაიწყო.საქართველო საერთაშორისო დონეზე თავის პოზიციებს მკაფიოდ წარმოაჩენს და ჩვენ ამას მაქსიმალურად ვაკეთებთ. გამკვირვებია იმ ადამიანების, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების და მათი ე.წ. აქტივისტი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ მაშინ, როდესაც 2008 წლის ომის და რამდენიმე წლის შემდეგ, 20 კილომეტრით გადაწია შუაგულ რაჭაში რუსეთმა საზღვარი, მათ არც საერთაშორისო დონეზე არ დაუწყიათ საუბარი, არც შიგნით გაკეთებულა განცხადებები, არც ტრანსფარანტები აღუმართავთ, მაშინ, როდესაც რაჭის შუაგულში რუსეთმა რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა წაიღო. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენი ერთადერთი ინსრუმენტი საერთაშორისო თანამეგრობა და საერთაშორისო ასპარეზია.ამიტომ, ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი კეთდება",-განაცხადა სოზარ სუბარმა.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)