|
2019-11-21 16:00:00, 6604 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა. ირაკლი ღარიაბაშვილმა ის ქართველი ოფიცრები მოინახულა, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტში სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსებს გადიან. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს წარმატება უსურვა და აშშ-ის სამხედრო სასწავლებელში განათლების მიღების მნიშვნელობას გაუხვა ხაზი. მანამდე კი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, ბრიგადის გენერალს ჯეი ბარგერონს შეხვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობასა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე. ამერიკელ გენერალთან საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ 27-წლიან წარმატებულ თანამშრომლობას და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელს თავდაცვის მინისტრი პენტაგონში მოაწერს.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)