|
2015-07-21 13:18:46, 443 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე: ამ პროვოკაციას საქართველოს მთავრობა მშვიდად შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან ბოლო დროს, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპანტური ქმედებები განიხილა. პრემიერმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენას საქართველოს მთავრობა პრინციპულად, მაგრამ მშვიდად შეხვდა. „ჩვენ განვიხილეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საოკუპაციო ხაზთან. მე კიდევ ერთხელ, საქართველოს სახელით გამოვხატე შეშფოთება და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა, მტკიცედ, პრინციპულად , მაგრამ მშვიდად შეხვდა. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენი საერთო მიზანია, რომ არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებს და არ მივცეთ საბაბი არავის, ამ დეესკალაციის", – აღნიშნა პრემიერმა დონალდ ტუსკთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)