|
2019-11-13 15:12:18, 1470 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება, მას პრობლემა არ გააჩნია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განაცხადებით თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. „ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრ არასწორ ინფორმაციას ვისმენდით. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა, არსებული სიტუაცია ძირეულად შეესწავლა და პრობლემის გადაჭრის გზები დაგვესახა. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო მერიის მუნიციპალური ინსპექციის, გარემოს დაცვის ინსპექციის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. მთლიანად თბილისის ზღვის ირგვლივ არსებული პერიმეტრის შემოწმების სამუშაოები დაიწყო. გამოვლინდა რამდენიმე წერტილი. საქმე გვქონდა, როგორც იურიდიული პირების მხრიდან, ასევე, კერძო დასახლებებიდან გამომდინარე უკანონო ჩადინებებთან, თუმცა მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საუბარი არ არის სასმელ წყალზე, რადგან მას ყოველდღიურად უტარდება ლაბორატორიული კვლევები. ამას აკეთებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელსაც წყლის ხარისხიანად მოწოდების ვალდებულება აქვს. შემიძლია 100%-ით, დანამდვილებით გითხრათ, რომ სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთების რამდენიმე ფაქტი გამოიკვეთა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაში წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინება, არასწორია. „ზოგადად, თბილისის ზღვაზე გამოიკვეთა გარკვეული არასწორი დაერთებები. მაგალითად, ივერთუბნის დასახლებაში, სადაც დაახლოებით, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს, წლების წინ, დედაქალაქის მერიამ სანიაღვრე ქსელი მოაწყო. დღეს კი ვაწყდებით ბევრ შემთხვევას, რომ მოხდა უკანონო ჭრები და შემდეგ, ამ სანიაღვრე ქსელზე წყალარინების ქსელის პირდაპირი დაერთებები. ეს ყველაფერი თბილისის ზღვის ახლოს მდებარე პატარა ტბაში ჩაედინება. ნალექიან ამინდში კი გარკვეულწილად, თბილისის ზღვაში გადაედინება. ეს სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, საუბარი იყო, რომ თითქოს, წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში. ეს არასწორი ინფორმაციაა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფმა“ ზღვაში გადაყრილი აზბესტის მილების ნარჩენები აღმოაჩინა და ტერიტორია დაასუფთავა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. (NS)
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)