11:53 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 13:19:54, 1150 ნახვა

საზოგადოება
„ამ ადამიანზე, წესის აგება არანაირად არ შეიძლება, „გირჩი“ არის სექტა“ - დეკანოზი გარდაცვლილ ბიჭზე

„ამ ადამიანზე, წესის აგება არანაირად არ შეიძლება, ის იყო სექტის წევრი. მშობლებს ვუსამძიმრებ, მაგრამ ამ ადამიანს მანამდე უნდა მოენანიებინა სანამ ცოცხალი იყო,“ - ამის შესახებ ავტოკატასტროფაში დაღუპული ახალგაზრდის, შაკო ბარამიძის წესის აგებასთან დაკავშირებით, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  „გირჩი“ არის ჩვეულებრივი სექტა და მორწმუნე ადამიანი ვერ იქნება მისი წევრი:

„ამ ადამიანზე, წესის აგება არანაირად არ შეიძლება. იგივე, როგორც სხვა სექტის წარმომადგენელთან. ადამიანი როცა თავისუფალია  ირჩევს  ამ ან იმ გზას. „გირჩი“ არის ჩვეულებრივი სექტა.  ეს ადამიანი იყო სექტის წევრი. მშობლებს ვუსამძიმრებ, მაგრამ ამ ადამიანს მანამდე უნდა მოენანიებინა სანამ ცოცხალი იყო. მშობლებს მანამდე უნდა შეეგონებინათ მისთვის. მორწმუნე ადამიანი ვერანაირად ვერ იქნება „გირჩის“ წევრი“ – განაცხადა დეკანოზმა.

5 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის წესის აგებაზე, მართლმადიდებელი ეკლესია უარს იმ მიზეზით აცხადებს, რომ გარდაცვლილი შაკო ბარამიძე "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავრად ირიცხებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეზღუდვას გააგრძელებს, თუ ქვეყნის უფლებები დაცული არ იქნება
Eurasianet: აზერბაიჯანი და თურქეთი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საია - პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics