|
2019-11-11 11:46:25, 1066 ნახვა
საზოგადოება
ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის ანგარიშს თავდაცვის სამინისტრო პასუხობს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არ არის სარწმუნო სამინისტროში ჩატარებული ინვენტარიზაციები და მათი შედეგები. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ სამინისტრო არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას საკუთრებაში არსებული მარაგებისა და ძირითადი აქტივების სისრულესა და არსებობაზე. აღნიშნული მიუთითებს აქტივების მართვასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე და წარმოშობს დანაკარგების რისკებს. მაგალითად, სამინისტრო ფლობს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ 79,768.2 ათას კვადრატულ მეტრ მიწას, რომელიც წარმოდგენილია ღირებულების გარეშე. ამასთან, მატერიალური ფასეულობების მნიშვნელოვანი ნაწილი აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად. დოკუმენტში საუბარია უწყების დავალიანებებზეც. მაგალითად, 2007 წელს ერთი კომპანიის მიმართ წარმოქმნილია მოთხოვნა 8.2 მილიონ ლარზე. თუმცა ვერ დგინდება, არის თუ არა მოწოდებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „სამინისტროს ბალანსზე რიცხული 525,530.2 ათასი ლარის მოთხოვნებისა და 66,209.2 ათასი ლარის ვალდებულებების რეალურობა, უტყუარობა და სიზუსტე ვერ დასტურდება“, – წერია დოკუმენტში. თავდაცვის სამინისტროში კი, აცხადებენ, რომ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 7 ოქტომბრის ბრძანებით აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯები ჯერ კიდევ აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადაიდგა. „თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ინვენტარიზაციის ჩატარება. ბრძანების შესაბამისად დაიწყო ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის აქტივების სავალდებულო ინვენტარიზაციას, მათ შორის იმ აქტივების აღრიცხვას, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო აღრიცხული და შეფასებული. აღსანიშნავია, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდს ეხება, თუმცა აქტივების აღრიცხვისა და შეფასების პრობლემა ათწლეულებია არსებობს. სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებიდან მიღებული აქტივებით იწყება. აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდ ერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა. თავდაცვის უწყების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი და უყურადღებოდ დატოვებული იყო. გეგმის თანახმად ასევე დაწყებულია მუშაობა ქონების აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის შემუშავების მიზნითაც, რაც შემდგომში უზრუნველყობს ერთიანი სისტემის დამკვიდრებას და გამორიცხავს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ უზუსტობებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეზღუდვას გააგრძელებს, თუ ქვეყნის უფლებები დაცული არ იქნება
Eurasianet: აზერბაიჯანი და თურქეთი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საია - პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)