2019-11-08 12:46:07, 825 ნახვა
საზოგადოება
ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოჩნდა
ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია"ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურმა მიაწოდა.
მათი განცხადებით, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა:
"7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა,"- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,