|
2019-10-24 17:27:17, 1258 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალური უწყების (Bundesaufsichtsamt für Flugsicherung - BAF) დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლაუს ჰერმანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობასთან დაკავშირებული ICAO-ს სტანდარტების და ერთიანი ევროპული ცის (SES) რეგულაციების დანერგვის კუთხით. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მონაცემებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების და სასწავლო დაწესებულებების ზედამხედველობა და სერტიფიცირება, სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელები, საჰაერო მოძრაობის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებების ზედამხედველობა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირება, აგრეთვე საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის მიზნით, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაცია და სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის მართვა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება შეხვედრებისა და სემინარების, ასევე გასვლითი ვიზიტების ორგანიზება ორივე უწყებაში. მემორანდუმს ხელი თბილისში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოეწერა ხელი. შეხვედრაზე, დადებითი შეფასება მიეცა ქართული მხარის აქტივობებს ICAO-ს მე-40 ასამბლეის ფარგლებში, მათ შორის აღინიშნა განზრახულობათა ოქმის გაფორმება SESAR-თან საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხებზე.
(NS)
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)