06:21 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 12:31:56, 836 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმის მასალებზე წვდომა მისცეს

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის, საქმის მასალები პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს არ გადასცა, - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

ლომჯარია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, რომ დაუშვას საგამონაკლისო წესი სახალხო დამცველის აპარატისთვის, რათა ომბუდსმენს საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს.

„ფორმალურად და კანონის თანახმად, ჩვენ არ გვაქვს წვდომა მიმდინარე საქმის მასალებზე როდესაც გამოზიება მიმდინარეობს, თუმცა არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როდესაც ჩვენ ვერთვებით და პროკურატურა გვაძლევს წვდომას საქმეზე. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს საქმე არის სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონდე, სადაც ბრალდებულია პოლიტიკური თანამდებობის პირი მმართველი პარტიიდან. ვფიქრობ, რომ პირველადი საგამოიება მოქმედებები გარკვეული ხარვეზით წარიმართა, დაგვიანებით, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ იყო დაუყოვნებლივ ჩატარებული, ამიტომ ჩემი ინტერესის საგანი იყო, რომ ჩავერთოთ და მივადევნოთ თვალყური, რამდენად დროულად, ეფექტურად წარიმართება გამოძიება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა. 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics