04:46 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 12:54:24, 2519 ნახვა

საზოგადოება
პირი, რომლის ბინაშიც დღეს აფეთქება მოხდა, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.

სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებული მკურნალობს, ცოტა ხნის წინ მინისტრი ნათია თურნავა მივიდა.

„მოვედი, რომ სოსო, მისი ახლობლები მოვინახულო, ექიმს მოვუსმინო და ასევე, როგორც ვიცი სხვა დაზარალებულების ძირითადი ნაწილი საბედნიეროდ გაწერილია, მაგრამ კიდევ ერთი პაციენტი რჩება სტაციონარში. აუცილებლად მივალ და მოვინახულებ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გურამიშვილზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, პირველადი ინფორმაციით, ის კორპუსში, ერთ-ერთ სართულზე დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics