|
2019-10-18 10:29:13, 7632 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვა
ნატო-ს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ახალი ტექნიკის გადმოცემა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოხდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. ნატოს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით, ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მან პროექტში მონაწილე ქვეყნებს ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს JTEC-ის პერსონალის მობილურობისა და ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. პროექტი დანიის სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით და ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა JTEC-ის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე. „JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამაგალითო შედეგად იქცა, რომელიც, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, საქართველოს დახმარებას უწევს განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გაზარდოს ალიანსთან ურთიერთთავსებადობა და მოგვამზადოს ნატოს წევრობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)