03:22 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 15:48:04, 871 ნახვა

საზოგადოება
თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

სამგორის რაიონის გამგეობამ ორხევში, თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს.

თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. 

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების დასრულების შემდეგ, თვალჭრელიძის ქუჩაზე 17 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, 22 810 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდება.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ამჟამად, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყება.

სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 065 000 ლარია, გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ ასრულებს. პროექტი 2020 წლის მარტში დასრულდება.     

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics