|
2019-10-11 14:27:56, 1834 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს მაშველებმა 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს
წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. 2019 წლის საზღვაო სეზონი გამორჩეული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. აღსანიშნავია, რომ ასევე პირველად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში ჩვენი ტექნოლოგიური სიახლე - დრონი. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისა და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება. მათი ეფექტიანობა ნათლად გამოჩნდა, როდესაც მაშველებმა შტორმის დროს დრონის საშუალებით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. საზღვაო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება ბათუმში გაიმართა, სადაც სეზონური მაშველები სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მადლობას უხდის თითოეულ სეზონურ მაშველს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის ერთგულად შესრულებისთვის.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)