|
2019-10-10 19:23:48, 1776 ნახვა
საზოგადოება
„ავერსი“ საბავშვო ბიოკოსმეტიკის ახალ ბრენდს გაგაცნობთ
"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა უკვე საქართველოშია - "ავერსი" იტალიური ბრენდის პროდუქციას გთავაზობთ. 3 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი ევროპული ნაწარმის ასორტიმენტი, რომელიც "ავერსის" სააფთიაქო ქსელში ექსკლუზიურად გახლავთ წარმოდგენილი, მრავალფეროვანია: საბავშვო ზეთი, დასაბანი გელი, შამპუნი, საფენქვეშა საცხი, თხევადი საპონი, აბაზანის ქაფი, შხაპგელი, სველი საწმენდი - მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც იზრდება ბიო ორგანულ პროდუქტებზე მოთხოვნა. დედებს საკუთარი პატარებისთვის ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო სურთ, ამიტომ მათთვის საჭირო პროდუქციის შეძენისას უპირატესობას ხარისხიან, ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალურ ნაწარმს ანიჭებენ. ბიოკოსმეტიკა ამ ყველაფერს თავისთავად გულისხმობს - აღნიშნა "ავერსის" იმპორტის განვითარების მენეჯერმა თამუნა რამიშვილმა. მისივე თქმით, ჩვილები და სამ წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ქიმიკატებისა და მავნე დანამატების მიმართ, ხოლო "ნატურავერდეს" პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური ინგრედიენტებით დამზადებული კოსმეტიკაა, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ჩვენი პატარებისთვის. არ შეიცავს პარაბენებს, სოდიუმ ლაურინ სულფატს (SLS), სოდიუმ ლაურინ ეთერ სულფატს (SLES) და საღებავებს, რაც ხშირად გამოიყენება მოვლის საშუალებებში. ტესტირებულია ნიკელზე, ქრომზე და კობალტზე. "ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა არ აბინძურებს გარემოს და აქცენტს მცენარეულ პროდუქტებზე სვამს. P.S კომპანია "ნატურავერდე" ნაწამრის ცხოველებზე გამოცდის პრაქტიკაზე უარს აცხადებს.
(R)
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)