|
2015-01-24 11:49:35, 1300 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორ ტომას ფრიდენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს, როგორიცაა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროექტი, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შემცირება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტიური მონაწილეობით განხორციელდება საქართველოში 2015 წელს. შეხვედრის დასასრულს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტომას ფრიდენი საქართველოში დაპატიჟა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)