00:57 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 12:41:14, 1338 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N 1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე

მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, გარე გამოყენების სხვადასხვა სახეობის ფიტნეს ტრენაჟორები 600 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა.

სპორტული სივრცე საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ორ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, ერთი დიდ დიღომში, მეორე კი ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. ასეთი სივრცები საქართველოში პირველად მოეწყო.  ჩვენ მომავალშიც ვეცდებით მოსახლეობას შევთავაზოთ  რაც შეიძლება მეტი სიახლე და სხვადასხვა თანამედროვე პროექტები განვახორციელოთ’’,-განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

თანამედროვე სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდი მეშვეობით, შესაძლებელია ვარჯიშის ვიდეო ინსტრუქციის ნახვა. პროდუქციას გააჩნია არაერთი სერტიფიკატი და არის სრულიად უსაფრთხო.

ასევე, სპორტულ ინვენტარს აქვს აპლიკაცია როგორც ანდროიდის, ისე ios-ისთვის, რომლითაც შესაძლებელია ვარჯიშების აწყობა და რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელ კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. აგრეთვე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.
სამუშაოები გამგეობის დაფინანსებით, კომპანია "გრინსერვის +"-მა შეასრულა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics