|
2019-10-05 19:18:30, 2473 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ. თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. „თბილისობა 2019” ცოტა განსხვავებულია. შერჩეული გვაქვს სამი ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა წარმოდგენა იხილონ და გაერთონ. ეს ლოკაციებია: ორბელიანის განახლებული მოედანი, რომელიც ულამაზესია. ასევე, რიყის პარკი და ლეღვთახევი. სამივეგან, ორი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. მინდა, თბილისელებს ეს დღე მივულოცო. ეს არის ჩვენი ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ქუჩებში არა მხოლოდ დედაქალაქის მცხოვრებლები არიან გამოსული, არამედ ჩამოსული არიან რეგიონებიდან, ჩამოტანილი აქვთ თავიანთი ნობათი. აქ არიან უცხოელი ტურისტები. ყველას გილოცავთ და მინდა, რომ სულ წარმატებები და ღიმილიანი სახეები გისურვოთ, ბედნიერი ყოფილიყავით და თქვენს ოჯახებში კეთილდღეობა გქონოდეთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას გისურვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. საზეიმო ღონისძიებები, ორბელიანის მოედნის გარდა, დილიდან, რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, დღეს და ხვალ, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე მიმდინარეობს ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის თბილისი“, მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი და პროექტი „გვიდირიჟორე“; მოწყობილია ქართული ფილმის და მუსიკის, ასევე, თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები. დღესვე, 20:30 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“, რომელიც კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. „თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პარლამენტისა და საკრებულოს თავმჯდომარეები, მერის მოადგილეები, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.
(NS)
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)