|
2019-10-04 17:55:14, 1545 ნახვა
საზოგადოება
მინისტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იაკო აკასაკას შეხვდა. მხარეებმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და 2020 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმის დანერგვას, უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებას, დევნილთა საარსებო წყაროების პროგრამებში ჩართვასა და სტატუსიდან საჭიროებაზე დაფუძნებულ დახმარებაზე გადასვლას ეხება. მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი და მათი ღირსების შენარჩუნებაა. სიღარიბის დაძლევისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, შრომითი კუთხით მოტივირება და უნარჩვევების განვითარებაა. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა დასაქმების კუთხით რეფორმების გატარების მნიშვნელობას და ამ მიზნით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. შეხვედრას დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც დაესწრო. ბესარიონ სიმონიშვილმა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. ავარიულ შენონებში მცხოვრები დევნილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში 24 ნგრევადი ობიექტი იხურება, რამდენიმე თვეში კი რეგიონებში 15 ობიექტი დაიხურება. დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წელს მინიმუმ 300 დევნილი გრანტს მიიღებს. განსახლების პროგრამის ფარგლებში დევნილებს 900-ზე მეტი ბინა გადაეცემათ თბილისში, 38 გორში, 25 ხაშურში. სოფლად სახლში პროექტის ფარგლებში ხდება 800-ზე მეტი ბინის შესყიდვა. 2020 წელს იგეგმება თბილისში 500 ბინის გადაცემა, ზუგდიდში - 720, წყალტუბოში - 560, ქუთაისში კი 420 ბინის მშენებლობა. გაეროს წარმომადგენელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების დაკანონების პროექტზეც მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში 698 შენობის აღწერა მოხდა, გაკეთდა აზომვითი ნახაზები და ეტაპობრივად, ამ საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა მიმდინარეობს. შეხვედრის ბოლოს, იოკო აკასაკამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
(NS)
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)