|
2019-10-02 10:49:14, 8488 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაბრეს. საუბარი რეგიონში უსაფრთხოებას და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე და სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც გამახვილდა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)