2019-09-30 17:24:44, 2018 ნახვა
საზოგადოება
მარტვილში, ბაღიდან ინტოქსიკაციით 15 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის მე-2 ბაგა-ბაღიდან, 15-მდე ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, ბავშვები მარტვილის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15-მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა-ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის. შედეგების შესახებ ეცოდინება საზოგადოებას“, - აღნიშნულია სეს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,