|
2015-01-24 09:56:17, 1442 ნახვა
საზოგადოება
შსს-სა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ერთობლივი ტრენინგი ჩაუტარდათ
შსს-ს უბნის ინსპექტორებს და საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში – „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში – „სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლების მეთოდიკის შესახებ ერთობლივი ტრენინგი ჩაუტარდათ. „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ინტერაქტიული და პრევენციაზე ორიენტირებულია, რაც მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება ჩატარდა შერჩეული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის სამართალდამცველისა და სკოლის პედაგოგის ერთობლივი აქტივობით. შსს-ს ცნობით, მოსამზადებელ ტრეინინგებზე პროექტის მონაწილე პედაგოგებმა და სამართალდამცავებმა გაკვეთილის წარმოების მეთოდიკის პარალელურად სიღრმისეული ინფორმაცია მიიღეს მოზარდების ფსიქო-სოციალური განვითარების შესახებ. ტრენიგნებს განათლების სფეროს ექსპერტები და ის სამართალდამცველები უძღვებოდნენ, რომლებსაც დიდი ხნის გამოცდილება აქვთ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული აქტივობის შესრულებაში. ცნობისთვის, პროგრამას ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ამერიკული ორგანიზაცია „PH International“ ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)